გეზათის საჯარო სკოლის მოსწავლე ლეპტოპით დაჯილდოვდება
06-08-2020

აბაშის მუნიციპალიტეტის, გეზათის საჯარო სკოლაში 2019-2010 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. დირექციაც, პედაგოგებიცა და მოსწავლეებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები ონლაინ საგაკვეთილო პროცესში და დღეს გეზათის საჯარო სკოლას შეუძლია იამაყოს იმით, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა ზედმიწევნით შეასრულეს.

გეზათის საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის წარმატებული კურსდამთავრებული - არჩილ გაბუნია, სახელმწიფო პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, ლეპტოპს მიიღებს. კომპიუტერი მას წარჩინებული სწავლისთვის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან გადაეცემა. 

სკოლის დირექცია და პედაგოგიური საზოგადოება ამაყობს თავისი კურსდამთავრებულით და ულოცავენ არჩილ გაბუნიას ამ დიდ წარმატებას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203