თბილისის N133 საჯარო სკოლაში ეროვნული გამოცდების დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს
06-08-2020

6-დან 25 ივლისის ჩათვლით, თბილისის N133 საჯარო სკოლაში საგამოცდო ცენტრი იყო გახსნილი და სკოლაც აბიტურიენტებს თითქმის ერთი თვის განმავლობაში მასპინძლობდა. დაგვეთანხმეთ, იოლი არ იყო ამ საპასუხისმგებლო მისიის შესრულება, თუმცა საბოლოოდ, ყველამ ღირსეულად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას. სკოლის დირექციამ კი ფინალური ღონისძიებით გადაწყვიტა აღენიშნა ეროვნული გამოცდების დასრულება.

„მადლობა ჩვენს საუკეთესო გუნდს, დამლაგებლით დაწყებული ყველა რგოლს, თითოეულ მეთვალყურეს, თანაშემწეს, რეგისტრატორს, IT-ებს, გამძლეობისთვის, მაღალი პასუხისმგებლობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. საუკეთესოები ხართ საუკეთესოთა შორის, მე ვამაყობ თქვენით!!! წარმატებები ჩვენ აბიტურიენტებს, საამაყო და საიმედო თაობას უკეთესი მომავლის მშენებლობის გზაზე !!!“ - ამ სიტყვებით დაემშვიდობა თბილისის N133 საჯარო სკოლის დირექტორი, ლიანა ფუტკარაძე სასკოლო საზოგადოებას ფინალურ ღონისძიებაზე, რომელსაც  არც ხალისი აკლდა და არც პომპეზურობა. ღონისძიება სადღესასწაულო ტორტის გაჭრით დაგვირგვინდა - „ასე ლამაზად იწყება და მთავრდება ყველაფერი 133-ეში“.

ვიდეო იხილეთ ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203