
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერჯევის საჯარო სკოლის ხუთმა მოსწავლემ - თეონა ენუქიძემ, ლიზი კაპანაძემ, მარიამ მუმლაძემ, მარიამ კირვალიძემ და მარიამ გოგატიშვილმა საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულა.
წარჩინებულ მოსწავლეებს ახალ სასწავლო წელს განათლების სამინისტროსგან პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის" ფარგლებში საჩუქრად ლეპტოპები გადაეცემათ.
„ვუსურვებთ მათ წარმატებებს და წინსვლას მომავალი ცხოვრების გზაზე“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.