
მარტვილის მუნიციპალიტეტის ლედგებეს საჯარო სკოლის საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს მოსწავლეებმა: ნინო ხუხუამ და საბა ხვიჩიამ.
მოსწავლეებს საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, ლეპტოპები გადაეცემათ.
სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს წარჩინებულ მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას.