„ვიცი, ღირსეულად გაივლით ცხოვრების საფეხურებს“ - თბილისის N141 საჯარო სკოლის პედაგოგი IV კლასელებს გამოემშვიდობა
06-08-2020

თბილისის N141 საჯარო სკოლის პედაგოგმა IV2 კლასელებს გამოსამშვიდობებელი ვიდეო მიუძღვნა. მასწავლებელმა ბავშვებს ერთად გატარებული ტკბილი წლები გაახსენა.

„მაბედნიერებს თქვენთან გატარებული წლები, ჩემო პატარა მეგობრებო. თქვენი ციმციმა თვალები, სიყვარულით სავსე წრფელი გულები ფრთებს მასხამდა. ტკბილი იყო ეს დრო, ერთად სიყვარულის, სიკეთის, მეგობრობის გზით ვიარეთ. ახლა კი ახალი გზა იწყება. ვიცი, ღირსეულად გაივლით ცხოვრების საფეხურებს. მიყვარხართ, მეამაყებით, მაბედნიერებთ!“ - მიმართა პედაგოგმა ბავშვებს.

ვიდეო იხილეთ ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203