„ჩემი საყვარელი წელიწადის დრო“ - ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეების კომპლექსური დავალება
06-08-2020

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა დისტანციური სასწავლო პროცესის დროს ინგლისურ ენაში  წარმოადგინეს კომპლექსური დავალება თემაზე - „ჩემი საყვარელი წელიწადის დრო“. საგნის მასწავლებელი ირმა შავგულიძეა.

მოსწავლეებმა წელიწადის დროებზე ნახატები შექმნეს და განმარტეს, თუ რატომ უყვართ კონკრეტული წელიწადის დრო და რას საქმიანობენ ამა თუ იმ სეზონზე.

„დიდი მადლობა III კლასის მოსწავლეებს, მშობლებს და მათ ენერგიულ დამრიგებელს, ქალბატონ ნათია ჟორჟოლიანს თანადგომისთვის. ჩვენ ერთად ვემსახურებით ჩვენი შვილების მომავალს!“, - ნათქვამია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ნამუშევრები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203