ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლემ სათამაშო „საველე წვრთნა“ დაამზადა და ავღანეთში მყოფ ბიძას მიუძღვნა
06-08-2020

ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დისტანციური სწავლების პერიოდში ერთმანეთი ხელნაკეთი ნივთების დამზადებაში გამოიწვიეს. პორფილე კერესელიძემ გამოწვევა ლიზი ფრუიძისგან მიიღო და დაამზადა სათამაშო, რომელსაც „საველე წვრთნა“ უწოდა.

„ამ სათამაშოს ვუძღვნი ჩემს ძია - ბესო მიქელაძეს, რომელიც იმყოფება ავღანეთში და მინდა, მშვიდობიანად დაბრუნდეს“ - აღნიშნა მოსწავლემ.  

ნიჭიერი მოსწავლის შესახებ პედაგოგმაც გვიამბო.

„ეს პატრიოტი და მომავალი სამშობლოს დამცველი ბიჭი პორფილე კერესელიძეა. მან სათამაშო „საველე წვრთნა“ გააკეთა. პორფირემ მათე ქიშმარეიშვილი და ნიკოლოზ გრძელიძე გამოიწვია“, - აღნიშნა პედაგოგმა ნანა რუხაძემ.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203