იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის ისტორიას დირექტორი მურად ჯიშკარიანი აცოცხლებს
06-08-2020

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლა 140 წელს ითვლის. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით სკოლამ საიუბილეო გამოწვევა წამოიწყო, რომლის ფარგლებში სკოლის სხვადასხვა პერიოდის კურსდამთავრებულები და პედაგოგები სკოლის ისტორიას პატარ-პატარა ამბებით აცოცხლებენ.

ამჯერად გამოწვევას სკოლის დირექტორი მურად ჯიშკარიანი შეუერთდა. დირექტორმა სკოლის დაარსებისა და მისი განვითარების ისტორია გაიხსენა.

„მინდა მივულოცო სკოლის ყველა მოსწავლეს, მათ მშობლებს, განათლების სისტემის მუშაკებს, ეს დიდებული იუბილე. დაგეგმილი გვქონდა, 2020 წელი, იანვრიდან დაწყებული დეკემბრით დამთავრებული, დახუნძლული ყოფილიყო ღონისძიებებით, მაგრამ სამწუხაროდ, კორონავირუსის პანდემიამ ჩაგვიშალა ეს ყველაფერი, თუმცა ვერ მოახერხა მან სასწავლო პროცესის ჩაშლა“.

დირექტორმა დისტანციურ გაკვეთილებში აქტიური ჩართულობისთვის პედაგოგებს მადლობა გადაუხადა და სკოლის იუბილე ყველას კიდევ ერთხელ მიულოცა.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203