დიდაჭარის საჯარო სკოლის მოსწავლე დაჩი ბოლქვაძე 100 ქულით ხულოს „ეტალონი მოსწავლე“ გახდა
05-08-2020

ხულოს მუნიციპალიტეტის დიდაჭარის საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლე დაჩი ბოლქვაძე ხულოს „ეტალონი მოსწავლეა“. მან დისტანციურ ფორმატში ჩატარებულ კონკურსში უმაღლესი 100 ქულა მოაგროვა. მას წარმატების სპეციალური სერთიფიკატი გადაეცემა. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ ჩემპიონატი „ეტალონი“ ხულოელი მოსწავლეებისთვის განსხვავებული, დისტანციური ფორმატით გაიმართა. ტრადიციული ფორმატის შენარჩუნებით „ეტალონის“ დისტანციურ ჩემპიონატში მონაწილეობა ხულოს 46 სკოლის 135-მა მოსწავლემ მიიღო. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203