
ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შორაპნის საჯარო სკოლა მოსწავლე მარიამ ციციშვილმა ოქროს მედალზე დაამთავრა. საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულიდან კი 5 წარჩინებული მოსწავლეა და ისინი ახალ სასწავლო წელს პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში ლეპტოპებს მიიღებენ.
„სკოლის დირექცია ულოცავს ოქროსმედალოსანს, მარიამ ციციშვილს სკოლის წარჩინებით დასრულებას. ამავე სკოლის საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულებს: ნინი პარფენოვს, მარიამ სულაკაძეს, რამაზ მახათაძეს, რუსუდან ციციშვილსა და ანი გაჩეჩილაძეს, რომლებმაც წარმატებით დაამთავრეს ცხრა კლასი, ვუსურვებთ წარმატებებსა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობას!“ - წერია სკოლის ინფორმაციაში.