
აბაშის მუნიციპალიტეტის ნაესაკოვოს საჯარო სკოლას საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეები ჰყავს.
ცხრა კლასი მაღალ ქულებზე დაასრულეს მოსწავლეებმა: რაულ თოფურიამ, საბა სულუაშვილმა და თამუნა კუჭუხიძემ.
მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, საჩუქრად ლეპტოპებს მიიღებენ.
სკოლის დირექცია ულოცავს მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას.