„ჩვენ გვჯერა მათი ნათელი მომავლისა“ - შუა ამაღლების საჯარო სკოლას ერთი ოქროს და ორი ვერცხლისმედალოსანი ჰყავს
05-08-2020

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შუა ამაღლების საჯარო სკოლა ნანა სიხარულიძემ ოქროს მედალზე დაამთავრა, ვერცხლის მედალს კი ანა ჩხარტიშვილი და მანანა ანთიძე მიიღებენ. სკოლას ასევე ჰყავს საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლე - ზურაბ სიხარულიძე.

„შუა ამაღლების საჯარო სკოლა მოვდივართ იდეით: „განათლება - ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია“.

პანდემიის მიუხედავად 2019-2020 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. კურსდამთავრებულთა შორის გვყავს 3 მედალოსანი: ნანა სიხარულიძე, რომელმაც სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, ხოლო ანა ჩხარტიშვილი და მანანა ანთიძე ვერცხლის მედალოსნები გახდნენ.

საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულა ჩვენი სკოლის მე-10 კლასელმა მოსწავლემ ზურაბ სიხარულიძემ და წარდგენილია პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ჯილდოზე. 

ჩვენ გვჯერა მათი ნათელი მომავლისა“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203