იდლიანის საჯარო სკოლას მიხეილ ჩხენკელი სტუმრობდა
05-08-2020

მესტიის მუნიციპალიტეტის იდლიანის საჯარო სკოლას განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ეწვია. სტუმრობისას მინისტრმა განაცხადა, რომ სკოლის ახალი შენობა აშენდება, სადაც მოსწავლეები დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე ისწავლიან.

„მინისტრი ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას და იმისათვის, რომ იდლიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღონ სრული ზოგადი განათლება, შეგვპირდა, რომ უახლოესი მომავლისათვის აშენდება სკოლის ახალი შენობა და დაემატება მესამე საფეხური“,-აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.

სკოლა ამჟამად საბაზო საფეხურისაა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203