
ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლას ოთხი ოქროს და ორი ვერცხლის მედლის კანდიდატი ჰყავს.
სკოლის წარჩინებით დასრულებისთვის ოქროს მედალს მიიღებენ: მარიკა ცინცაძე, გიორგი ჩხაიძე, ლანა მჟავია და გუგუციძე ნიკა. ქრისტინე ჯინჭარაძესა და ავთანდილ მილორავას კი ვერცხლის მედალი გადაეცემათ.
გარდა ამისა, ექვსმა მოსწავლემ წარჩინებით დაასრულა საბაზო საფეხური. ეს მოსწავლეები არიან: მარიამ წილოსანი, მარიამ ბაბუნაშვილი, მარიამ ბურძგლა, ვახტანგ კვასხვაძე, ლიზი კვიტაიშვილი და ნინი ნაცვალაძე. მათ ახალ სასწავლო წელს პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში საჩუქრად ლეპტოპები გადაეცემათ.