ჯალაურთას საჯარო სკოლას საბაზო და საშუალო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები ჰყავს
05-08-2020

საჩხერის მუნიციპალიტეტის ჯალაურთას საჯარო სკოლა ერთმა მოსწავლემ, ნიკა კაპანაძემ ოქროს მედალზე დაამთავრა.

საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულა ხუთმა მოსწავლემ. საბაზო საფეხურის წარმატებული მოსწავლეები არიან: ივანე კაპანაძე, ანი ცარციძე, ნინო ცარციძე, ლიკა ძინძიბაძე და მიხეილ ძინძიბაძე. ისინი ახალ სასწავლო წელს განათლების სამინისტროსგან პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში ლეპტოპებით დასაჩუქრდებიან.

სკოლის დირექცია ულოცავს მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203