კლდეეთის საჯარო სკოლის შეფასების ჯგუფმა 3 პედაგოგის პრაქტიკის კვლევა შეაფასა
05-08-2020

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის კლდეეთის საჯარო სკოლის შეფასების ჯგუფმა, ამავე საჯარო სკოლის პედაგოგების პრაქტიკის კვლევები შეაფასა. 

შეფასების ჯგუფმა ბიოლოგიის უფროსი მასწავლებლის, ნანი არევაძის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე - „არასწორი კვება და მასთან დაკავშირებული პრობლემები“ განიხილა. ასევე გაეცნო მუსიკის უფროსი მასწავლებლის, ნატალია შაქარიშვილი-ჩინჩალაძის პედაგოგიურ პრაქტიკის კვლევას თემაზე - „მუსიკის სწავლისადმი მოტივაციის ამაღლების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“ და ინგლისური ენის უფროსი მასწავლებლის, შორენა გელაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევას თემაზე: „სასწავლო პროცესში დაბალი მოტივაციის გამომწვევი მიზეზების კვლევა“.

მასწავლებლებმა საკუთარი კვლევის შინაარსზე, აქტუალურობასა და დაგეგმილ ინტერვენციებზე ისაუბრეს. მათ კოლეგების მხრიდან პოზიტიური ფორმით მიწოდებული უკუკავშირი დაიმსახურეს. მასწავლებლებმა რეკომენდაციები და რჩევა-დარიგებები გაითვალისწინეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203