გალავნის საჯარო სკოლის ათ მოსწავლეს საერთაშორისო სერტიფიკატი გადაეცა
05-08-2020

მცხეთის მუნიციპალიტეტის გალავნის საჯარო სკოლის ათ მოსწავლეს პროექტში „ინოვაციები და ტექნოლოგიები“ მონაწილეობისთვის საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცა.

„გალავნის საჯარო სკოლის მე-11 კლასში არჩევით საგნად ისწავლება - „მეწარმოების საფუძვლები“, რომლის ფარგლებშიც სკოლა ჩართულია ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო-აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID/georgia) პროექტში „ინოვაციები და ტექნოლოგიები“. 

პროექტში ჩართულმა გალავნის საჯარო სკოლის ათმა მოსწავლემ მოიპოვა სერტიფიკატი, რომელიც 123 ქვეყანაში მოქმედებს. 

მეწარმოების საფუძვლების პედაგოგია ელისაბედ ნავდარაშვილი“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203