ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სათავგადასავლო თამაშები გამართეს
05-08-2020

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით და უსაფრთხოდ დაასრულეს სათავგადასავლო თამაშები, რომელიც მდინარე ძევრულაზე გაიმართა. საინტერესო აქტივობა სკოლის წარმომადგენლების და მოსწავლეების ორგანიზებით გაიმართა.

„იყო დიდი მხიარულება და სიხალისე. წარმოუდგენელია იმაზე მეტი სიხარული, რასაც ჩემი ქვეყნის მომავალი თაობის შემხედვარე განიცდი, ლაღები, მხიარულები, განათლებულები, წესიერები... ძალიან დიდ მადლობა აკაკი აბულაძეს ძევრის სკოლის კურსდამთავრებულს და ამ თამაშების სულის ჩამდგმელს ძევრში... ძევრის სკოლის ბანაკების სტაფი: ამ პატარა ბავშვების სამადლობელი შეიძლება დღე და ღამე იხადო კაცმა: ხატია აბესაძე, გიორგი მეფარიძე, ირაკლი მეფარიძე, ანი ბრეგაძე, ჯული ყურაშვილი, ლილე ფანჩულიძე, თემური ფანჩულიძე, დავით მეფარიძე... საგანგებო მადლობა „ძევრის სკოლის 112-ის“ მაშველს, მიხეილ სახელაშვილს, რომელიც მთელი ღონისძიების განმავლობაში ოლიმპიური სიმშვიდით იდგა ყელამდე „ზედმეტად გრილ'“ ძევრულას წყალში... ეს ძევრის სკოლაა ჩვენ ვზრდით ლიდერებს!“ - წერს დირექტორი მანუჩარ ფანჩულიძე.

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203