ხცისის საჯარო სკოლაში სველი წერტილები მოეწყო და შენობა სსსმ პირებისთვის ადაპტირდა
05-08-2020

ივანე ხრიკულის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის ხცისის საჯარო სკოლის შენობაში სველი წერტილების შეყვანისა და სსსმ პირებისათვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

„სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით შესრულდა. როცა მსოფლიოში დაუნდობელი ვირუსი მძვინვარებს, მოსწავლეებისთვის უსაფრთხო და კეთილმოწყობილი გარემოს შექმნაზე ზრუნვა კვლავ რჩება ქვეყნის პრიორიტეტად. ხცისის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას და საგანმანათლებლო რესურსცენტრს მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203