ბუღაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლა ექსტერნად წარჩინებით დაამთავრეს და სწავლას უნივერსიტეტში აგრძელებენ
05-08-2020

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბუღაშენის საჯარო სკოლა წარჩინებულ მოსწავლეებს ზრდის.

კურსდამთავრებულებმა: ჟენია მკრტიჩიანმა, ტათევიკ მელქონიანმა, კარენ გასპარიანმა და მანუშაკ მელქონიანმა სკოლა ერთი წლით ადრე დაამთავრეს, მათ ექსტერნის გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოსამზადებელ კურსზე ჩაირიცხნენ. მოსამზადებელი კურსის გავლის შემდეგ კი, სწავლას წელს, ამავე უნივერსიტეტის პირველ კურსზე დაიწყებენ. 

სკოლა არაქართულენოვანია, თუმცა მისი კურსდამთავრებულების ნაწილი უმაღლესი განათლების მიღებას საქართველოში წარმატებით აგრძელებს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203