
„ეს ჩემი, შენი, ჩვენი საქართველოა“ - ქუთაისის N23 საჯარო სკოლის IIდ კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ოჯახის წევრებთან ერთად, დისტანციური ექსკურსია მოაწყვეს და ეს ლამაზი დღე ფოტოებისა და ვიდეოების სახით დაუვიწყარ მოგონებად აქციეს.
„მადლობას ვუხდი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს გაწეული შრომისთვის. ვფიქრობ, ჩვენი დისტანციური ექსკურსია შედგა და გამოვიდა სახალისო, სამახსოვრო, დაუვიწყარი და ძალიან საინტერესო. ჩემო კარგებო, თქვენ საქართველოს ბედნიერი მომავალი ხართ! ლამაზი, ფერადი და სიხარულით სავსე დღეები მრავლად გქონოდეთ“,-წერს პედაგოგი მარიკა გიორგაძე.
იხილეთ ვიდეოები