
ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თვითიზოლაციის პერიოდი შემოქმედებითად გაატარეს. ისინი შესრულებულ აქტივობებს მასწავლებელს ვიდეოთი უზიარებდნენ. მათე ქიშმარეიშვილმა თხილის ტოტებისგან მშვილდ-ისარი საკუთარი ხელით დაამზადა.
„ეს მშვილდოსანი ბიჭი მათე ქიშმარეიშვილია. მან სათამაშო მშვილდ-ისარი გააკეთა. მათემ ბორის მემანიშვილი და ნიკოლოზ რიგვავა გამოიწვია. ახლა მათ ნამუშევარს ველოდებით“, - წერს პედაგოგი ნანა რუხაძე სოციალურ ქსელში.
იხილეთ ვიდეო