თბილისის N11 საჯარო სკოლას 13 მედალოსანი ჰყავს
04-08-2020

როდესაც 2019-2020 სასწავლო წელი დაიწყო, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რამდენიმე თვეში სკოლები სწავლების დისტანციურ სისტემაზე გადავიდოდნენ და მასწავლებლებსაც ონლაინ-გაკვეთილების ჩატარება მოუწევდათ. სწავლების ონლაინ-რეჟიმი გამოწვევა იყო მასწავლებლისთვისაც, მოსწავლისთვისაც, მშობლისთვისაც და სკოლის დირექციისთვისაც, მაგრამ სასიხარულოა, რომ საბოლოოდ არც აკადემიური წელი გამოცხადდა და სკოლებმაც ღირსეულად გაართვეს თავი ყველა წინააღმდეგობას.

ამ ყველაფრის ნათელი დადასტურება კი თბილისის N11 საჯარო სკოლა გახლავთ, რომელიც 2019-2020 სასწავლო წელს 13 მედალოსანს ითვლის, რომელთაგან 10 ოქროსა და 3 ვერცხლის მედლის კანდიდატია.

თბილისის N11 საჯარო სკოლის მედლის კანდიდატთა სია კი ასეთია:

მირანდა გაფრინდაშვილი (ოქრო), მარიამ გიუნაშვილი(ოქრო), სალომე გოცირიძე (ოქრო), ანა გუდავაძე (ოქრო), თინათინ ზურიშვილი (ოქრო), მარიამ კვარაცხელია (ოქრო), ანა ლაზაშვილი (ოქრო), მარიამ სულუაშვილი (ოქრო), მარიამ ტაბატაძე (ოქრო), მარიამ ქარქუსაშვილი (ოქრო), ვანო ექვთიმიშვილი (ვერცხლი), ანა სირბილაძე (ვერცხლი), ნინო ქერდიკაშვილი (ვერცხლი).

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203