არაგვისპირის საჯარო სკოლის ერთმა მოსწავლემ საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულა
04-08-2020

დუშეთის მუნიციპალიტეტის, არაგვისპირის საჯარო სკოლამ ღირსეულად გაართვა თავი ყველა იმ გამოწვევას, რომელიც დისტანციური სწავლებისა და პანდემიის გამო საგანმანათლებლო სექტორში შეიქმნა. 

მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ გაკვეთილები ერთგვარი სიახლე გახლდათ, რომელთან შეგუებაც საჯარო სკოლების დირექციასაც, პედაგოგებსაც და მოსწავლეებსაც ერთნაირად მოუწიათ, არაგვისპირის საჯარო სკოლაში თამამად შეუძლიათ თქვან, რომ 2019-2020 სასწავლო წელი ღირსეულად დაასრულეს.

ამის ნათელი დადასტურებაა ის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური წარმატებით გადალახეს, ხოლო ერთმა მოსწავლემ - გიორგი წიკლაურმა კი მე-9 კლასი წარჩინებით დაასრულა, რომელსაც სახელმწიფო პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, ლეპტოპი გადაეცემა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203