ალავერდის საჯარო სკოლას საბაზო საფეხურის სამი წარჩინებული მოსწავლე ჰყავს
04-08-2020

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ალავერდის საჯარო სკოლის მე-9 კლასელებმა: გიორგი გაჩეჩილაძემ, ქეთი ბერაძემ და მარი ბერაძემ საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულეს.

წარმატებულ მოსწავლეებს ახალ სასწავლო წელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში ლეპტოპები გადაეცემათ.

სკოლის დირექცია და მასწავლებლები ერთხმად აღნიშნავენ, რომ წარჩინებული მოსწავლეები მონდომებით არიან ჩართულები სხვადასხვა პროექტში, ბევრ საინტერესო აქტივობას უდგანან სათავეში და კლასგარეშე ღონისძიებებშიც ხშირად მონაწილეობენ. ისინი ძალიან კომუნიკაბელური და ნიჭიერი მოზარდები არიან.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203