დიდაჭარის საჯარო სკოლას 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედლის კანდიდატი ჰყავს, 6 მოსწავლე კი ლეპტოპებით დასაჩუქრდება
04-08-2020

ხულოს მუნიციპალიტეტის დიდაჭარის საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის 6-მა და საშუალო საფეხურის 3-მა მოსწავლემ სასწავლო წელი წარჩინებით დაასრულა.

ოქროს მედლის კანდიდატები არიან: სალიხ შავაძე და მარი გობაძე. ვერცხლის მედალს კი თიკა შავაძე აიღებს.

მე-9 კლასის წარჩინებულ მოსწავლეებს: ია წულუკიძეს, სალომე შავაძეს, საბა შავაძეს, ირაკლი გობაძეს, ირინა გობაძესა და ბაჩო შავაძეს კი საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულებისთვის განათლების სამინისტროსგან პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში ლეპტოპები გადაეცემათ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203