სამღერეთის საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლისთვის ემზადება
04-08-2020

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სამღერეთის საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლისთვის ემზადება. სწავლის დასრულების მიუხედავად, სკოლაში სოციალური პროექტი მიმდინარეობს, ასევე სარემონტო-მოწყობითი სამუშაოები.

„სამღერეთის საჯარო სკოლის დირექცია აქტიურად ემზადება ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის, სკოლაში მიმდინარეობს სოციალური პროექტი - „მოზარდებში ჯანასაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და პოპულარიზაცია“, ასევე სარემონტო მოწყობითი სამუშაოები, რომელიც ასოციაცია „სამხარეო განვითარება და მომავალი საქართველოსთვის“ ფარგლებში ევროკავშირის, კერძოდ, ENPARD-ის დაფინანსებით ხორციელდება.

მადლობას ვუხდით ორგანიზაციის თითოეულ თანამშრომელს იმ დამატებითი საგანმანათლებლო აქტივობებისა და მოზარდებში მოტივაციის ამაღლებისათვის, რომელსაც სამღერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებში ახორციელებენ“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203