
თელავის მუნიციპალიტეტის ყარაჯალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. მოსწავლეები ბევრ საინტერესო აქტივობაში მონაწილეობდნენ და სასწავლო წლის განმავლობაში აქტიურობისთვის სერტიფიკატები და დიპლომები დაიმსახურეს.
მე-6 კლასის მოსწავლეები მარიკა ასანოვა, აისელ ოსმან ყიზი და ანჟელა ჩილიევი აქტიურად ჩაერთვნენ ენერგოეფექტურობის მსოფლიო კვირეულში „ვაზი გვათბობს“. ისინი ნახატების ვირტუალურ გამოფენაზე სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.