ლეცავეს საჯარო სკოლას სამი ოქროსმედალოსანი ჰყავს
04-08-2020

მარტვილის მუნიციპალიტეტის ლეცავეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა, ქვეყანაში შექმნილი მძიმე სიტუაციის მიუხედავად, მიმდინარე სასწავლო წელი წარმატებით დაამთავრეს. 

სკოლას ჰყავს სამი ოქროსმედალოსანი: გიორგი ბასილაია, რეზო ფირცხალავა და ბარბარე სხულუხია. მათ კიდევ ორ კლასელთან, თეკლა ცაავასთან და ეკა სხულუხიასთან ერთად ჩააბარეს ეროვნული გამოცდები.

საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულა ორმა მოსწავლემ უტა სხულუსიამ და ნათია ფირცხალავამ. 

„დარწმუნებული ვართ, რომ ისინი ისევე წარმატებით გაივლიან ცხოვრების მომდევნო ეტაპს და საზოგადოების ღირსეული წევრები იქნებიან. ასევე ჩვენი სკოლის ორმა მოსწავლემ: უტა სხულუსიამ და ნათია ფირცხალავამ საბაზო საფეხური წარჩინებით დაძლია და კომპიუტერის მიღების კანდიდატები არიან. მინდა მივულოცო მათ ეს წარმატება და ვუსურვო  ყველი შემდგომი ნაბიჯი ყოფილიყოს წარმატებული“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203