
მარტვილის მუნიციპალიტეტის ტალერის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა: დიმა ჯოჯუამ და მარიამ ნაჭყებიამ საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულეს.
ცხრა კლასის წარმატებით დამთავრებისთვის მოსწავლეები პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან ახალ სასწავლო წელს ლეპტოპებით დაჯილდოვდებიან.
სკოლის დირექცია მოსწავლეებს ულოცავს მიღწეულ წარმატებას.