
მარტვილის მუნიციპალიტეტის ნახურცილაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, და-ძმა თამარ და ირაკლი ბერიძეებმა საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულეს.
ცხრა კლასის წარმატებით დამთავრებისთვის მოსწავლეები პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან ახალ სასწავლო წელს ლეპტოპებით დაჯილდოვდებიან.
სკოლის დირექცია და-ძმას ულოცავს მიღწეულ წარმატებას.