
მარტვილის მუნიციპალიტეტის ონოღიას საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ცოტნე ჯიქიამ საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულა.
ცხრა კლასის წარმატებით დამთავრებისთვის მოსწავლე პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან ახალ სასწავლო წელს ლეპტოპით დაჯილდოვდება.
სკოლის დირექცია მოსწავლეს ულოცავს მიღწეულ წარმატებას.