
ხულოს მუნიციპალიტეტის ძმაგულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ღირსეულად დაძლიეს ყველა ის გამოწვევა, რომელიც პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილმა მდგომარეობამ განაპირობა და 2019-2020 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულა მე-9 კლასის მოსწავლე რიმა მახარაძემ, რის გამოც ახალ სასწავლო წელს განათლების სამინისტროსგან პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში საჩუქრად ლეპტოპი გადაეცემა.
სკოლის დირექცია წარჩინებულ მოსწავლეს მიღწეულ წარმატებას ულოცავს.