ჭიათურის N2 საჯარო სკოლის 12-მა მოსწავლემ საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულა
04-08-2020

ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ღირსეულად დაძლიეს ყველა ის გამოწვევა, რომელიც პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილმა მდგომარეობამ განაპირობა და 2019-2020  სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.

საამაყოა, რომ სკოლას ბევრი  გამორჩეული, წარმატებული მოსწავლე ჰყავს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი, როგორც სასკოლო, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სკოლა სისტემატურად მონაწილეობს  საქალაქო  ღონისძიებებში, რომლებსაც ჭიათურის მუნიციპალიტეტი გეგმავს. ამასთან, სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები დამოუკიდებლადაც მრავალ პროექტს ახორციელებენ. ეს წელიც არ არის გამონაკლისი.

განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ სკოლის საბაზო საფეხური  წარმატებით 12 მოსწავლემ დაასრულა. ესენი არიან: ნიკოლოზ ჩაჩანიძე, მარიამ წულუკიძე, დავით აბესაძე, ლიზი ჩუბინიძე, მაიკო კაპანაძე, ბარბარე ღუღუნიშვილი, ნატა მიქაცაძე, ზურაბ ტყემალაძე, მარიამ იაკობიძე, ბარბარე ტყემალაძე, ანასტასია ფხალაძე და ნიკოლოზ თაბაგარი.

„წარმატებული სწავლისთვის მათ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პროგრამის -  „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში ლეპტოპებით დააჯილდოვებს.

სკოლის დირექტორი ცირა ბრეგვაძე, სკოლის ადმინისტრაცია, პედკოლექტივი  მოსწავლეებს ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას, ბედნიერ და წარმატებულ მომავალს ვუსურვებთ“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203