
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის დირექცია აქტიურ და წარმატებულ მოსწავლეს, მე-5 კლასელ საბა ქანთარიას გვაცნობს.
საბა ერთ-ერთი აქტიური მოსწავლე იყო, რომელმაც სასკოლო ღონისძიებებში მონაწილეობა დისტანციური სწავლების დროსაც აქტიურად გააგრძელა. საბამ სკოლას გაუგზავნა სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი ნახატები, მათ შორის გლობალურ პანდემიაზე, სლოგანით: „ყველაფერი კარგად იქნება“, ასევე ვიდეორგოლები, სადაც კითხულობდა ლექსებს 9 აპრილზე, 26 მაისზე, დედამიწის დაცვის დღეზე. წიგნის საერთაშორისო დღეს კი საყვარელი წიგნები გაგვაცნო.
საბამ დისტანციურ საგანმანათლებლო პროცესში აქტიური ჩართულობისთვის სკოლის დირექტორისგან სიგელი დაიმსახურა.
„წარმატებები ვუსურვოთ საბას, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებს ჩვენი სკოლა“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
სკოლასთან აქტიურად თანამშრომლობდა საბას პატარა ძმა სანდროც, რომელმაც სკოლას ლექსი და ნახატი გაუგზავნა.
იხილეთ ფოტოები