
გორის მუნიციპალიტეტის ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის 6-მა მოსწავლემ სკოლა წარჩინებით დაასრულა.
კურსდამთავრებულებიდან ოქროს მედლის კანდიდატები არიან: თამარ ოქროპირიძე, მარიამ ოქროპირიძე, დიანა გაგვიშვილი, ანი ლომიძე და მარიამ მამისაშვილი. ვერცხლის მედალი კი ვიკა გულიტაშვილმა დაიმსახურა.
სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას ულოცავს.