
საჩხერის მუნიციპალიტეტის კორბოულის N2 საჯარო სკოლას წარმატებული კურსდამთავრებულები ჰყავს. 5-მა მოსწავლემ სკოლა წარჩინებით დაამთავრა და ოქროს მედლის კანდიდატია.
წარმატებული მოსწავლეები არიან: ნატო ცერცვაძე, თორნიკე მაჭარაშვილი, ნატო დარბაიძე, თამარ ტალახაძე და გვანცა ტალახაძე.
გარდა ამისა, წარმატებით დაძლია საბაზო საფეხური სკოლის სამმა მოსწავლემ: მიხეილ სისვაძემ, თამარ შავაძემ და ანა ჯალაბაძემ. წარჩინებულ მოსწავლეებს ახალ სასწავლო წელს განათლების სამინისტროსგან პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში საჩუქრად ლეპტოპები გადაეცემათ.