„ბედნიერ ბავშვობასა და წარმატებულ მომავალს გისურვებთ“ - ყელქცეულის საჯარო სკოლის პედაგოგმა პირველკლასელებს სასწავლო წლის დასრულება მიულოცა
04-08-2020

გორის მუნიციპალიტეტის ყელქცეულის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელმა ციური ხეჩუაშვილმა პირველკლასელებს სასწავლო წლის დასრულება და მეორე კლასში გადასვლა მიულოცა.

„ჩვენო თვალხატულა და ხალისიანო გოგო-ბიჭებო, მშობლიური ყელქცეულის საჯარო სკოლა, სიყვარულით გილოცავთ პირველი კლასის დასრულებას და მეორეში გადასვლას. ძალიან გვიყვარხართ და გვენატრებით... ჯანმრთელობას, ბედნიერ ბავშვობასა და წარმატებულ მომავალს გისურვებთ, ჩვენო უსაყვარლესებო, ულამაზესებო და უჭკვიანესებო!!!“ - მიმართა დამრიგებელმა ციური ხეჩუაშვილმა ბავშვებს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203