„მიყვარხართ, მეამაყებით და მეიმედებით“ - დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლის მასწავლებელმა მოსწავლეებს III კლასის წარმატებით დასრულება მიულოცა
04-08-2020

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლის მასწავლებელმა ნათია ყარაულაშვილმა სადამრიგებლო კლასს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა. პედაგოგმა მოსწავლეების ფოტოებით ვიდეო მოამზადა და  პატარებს მომავალ სასწავლო წლამდე ასე დაემშვიდობა. 

„ჩემი სადამრიგებლო კლასის საყვარელ და ნიჭიერ მოსწავლეებს გილოცავთ მესამე კლასის დამთავრებას. სამახსოვროდ გიტოვებთ ამ კლიპს, რომელიც ამ სასწავლო წლის მნიშვნელოვან მომენტებს ასახავს. მიყვარხართ, მეამაყებით და მეიმედებით“, - წერს პედაგოგი ნათია ყარაულაშვილი.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203