ჩაისუბნის საჯარო სკოლას ერთი ოქროსა და ორი ვერცხლისმედალოსანი ჰყავს
03-08-2020

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ჩაისუბნის საჯარო სკოლაში დისტანციური სწავლების გამოწვევები წარმატებით დაძლიეს და მოსწავლეთა შედეგები, 2019-2020 სასწავლო წლის მიწურულს, ცხადყოფს, რომ სწავლაზე ორიენტირებული ბავშვებისთვის, ვერც ეპიდსიტუაცია გახდა ხელისშემშლელი ფაქტორი და საკუთარი მიზანსწრაფულობის, შრომისმოყვარეობისა თუ პედაგოგთა თანადგომის შედეგად, საშუალო საფეხური წარჩინებით დაასრულეს.

ჩაისუბნის საჯარო სკოლას ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებული ჰყავს.

ჩაისუბნის საჯარო სკოლის პედაგოგიური საზოგადოება და დირექცია ულოცავს მოსწავლეებს და წარმატებებს უსურვებს ცხოვრების ახალ ეტაპზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203