ორბელის საჯარო სკოლას ოქროსა და ვერცხლის მედლის ორი კანდიდატი ჰყავს
03-08-2020

ცაგერის მუნიციპალიტეტის, ორბელის საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ თავად სკოლა მცირეკონტინგენტიანია - მე-12 კლასი ხუთმა და მე-9 კლასი 8 მოსწავლემ დაასრულა, დირექციასა და პედაგოგებს ნამდვილად შეუძლიათ იამაყონ მათი მიღწევებით.

როგორც Etaloni.ge-ს ორბელის საჯარო სკოლის ადმინისტრაციიდან აცნობეს, სკოლას ერთი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედლის კანდიდატი ჰყავს, ხოლო საბაზო საფეხურის ორი წარჩინებული კურსდამთავრებული ლეპტოპებს მიიღებს:

„ყველა საუკეთესო ახალგაზრდაა და დარწმუნებულები ვართ ყოველთვის, ყველგან გვასახელებენ. გვყავს ერთი ოქროს და ერთი ვერცხლის მედლის კანდიდატი მოსწავლე ასევე გვყავს საბაზო კურსდამთავრებული 2 კომპიუტერის მფლობელი მოსწავლე. კიდევ ერთხელ ვუსურვებთ მათ წინსვლასა და წარმტებას ცხოვრების გზაზე“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203