გელათის საჯარო სკოლა ომარ ჯანგავაძემ საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულა
03-08-2020

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გელათის  საჯარო სკოლის მოსწავლე ომარ ჯანგავაძემ  საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულა, რის გამოც, მას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სამინისტრო ლეპტოპით დააჯილდოვებს.

„ომარი სკოლის გამორჩეული მოსწავლეა. იგი აქტიურადაა ჩაბმული მოსწავლეთა თვითმართველობის მიერ განხორციელებულ ყველა ინიციატივასა თუ  აქტივობაში.

გელათის სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს ომარ ჯანგავაძეს დამსახურებულ ჯილდოს  და  შემდგომ წარმატებებს უსურვებს“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203