ზედა საქარის საჯარო სკოლის ორმა მოსწავლემ საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულეს
03-08-2020

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ზედა საქარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა: ნიკა არსენაძემ და ელენე ჩხეიძემ საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულეს. მათ გამოავლინეს სიბეჯითე და აჩვენეს მაღალი აკადემიური შედეგები, რის გამოც ახალ სასწავლო წელს განათლების სამინისტროსაგან კომპიუტერებით დაჯილდოვდებიან.

სკოლის ადმინისტრაცია და  დირექტორი ფატმან გურეშიძე, ასევე  პედაგოგიური კოლექტივი ულოცავენ მოსწავლეებს ამ წარმატებას და უსურვებს წინსვლას და გამარჯვებას ცხოვრების მომდევნო ეტაპზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203