ამბროლაურის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები ოქროს მედლებსა და ლეპტოპებს მიიღებენ
03-08-2020

ამბროლაურის N1 საჯარო სკოლამ წარმატებით დაძლია დისტანციური სწავლების ყველა გამოწვევა და სკოლის ადმინისტრაციასა თუ სასკოლო საზოგადოებას დღეს უკვე თამამად შეუძლიათ, იამაყონ საკუთარი მოსწავლეების მიღწევებით.

2019-2020 სასწავლო წელს ამბროლაურის N1 საჯარო სკოლას ორი ოქროს მედალოსანი ჰყავს: ლექსო მეტრეველი და ოთარ სუთიძე, ხოლო საბაზო საფეხურის სამ მოსწავლეს: ბაქარ ჭელიძეს, ოთარ დონაძესა და მარიამ თომაძეს, საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, გადაეცემათ ლეპტოპები.

ამბროლაურის N1 საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი და დირექტორი, იამზე ლობჯანიძე თითოეულ მათგანს ულოცავენ დამსახურებულ ჯილდოს და Etaloni.ge-სთან იმედს გამოთქვამენ, რომ საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულებიც ოქროსმედალოსნები გახდებიან, საშუალო საფეხურის კურსდამთავრებულები ეროვნულ გამოცდებს წარმატებით ჩააბარებენ და მაქსიმალურ ქულებსაც მოიპოვებენ; ხოლო Etaloni.ge-სთან თანამშრომლობას შემდეგნაირად ახასიათებენ: „სასიამოვნოა Etaloni.ge-სთან ურთიერთობა. არამარტო გვითმობთ სივრცეს ჩვენი სურვილებისა და მიღწევების გამოსაქვეყნებლად, არამედ გვთავაზობთ სიახლეებს, სტიმულს გვაძლევთ, გვახსენებთ, რომ დაძაბული რეჟიმის გამო არ გამოგვრჩეს მნიშვნელოვანი ფაქტი, გავავრცელოთ პოზიტივი და საინტერესო გავხადოთ ცხოვრება“.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203