
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ძველი ანაგის საჯარო სკოლის მოსწავლე ნანა ზურაშვილმა სკოლა წარჩინებით დაამთავრა, რის გამოც მას ოქროს მედალი გადაეცემა.
სკოლის მოსწავლეებმა მოულოდნელობებით სავსე სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. მოსწავლეთა უმრავლესობა აქტიურად იყო ჩართული დისტანციურ გაკვეთილებში.