
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ვაზიანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
სკოლა ექვსმა მოსწავლემ დაასრულა მედალზე, აქედან ოთხი იყო ოქროს, ხოლო ორი - ვერცხლისმედალოსანი.
ოქროს მედალი დაიმსახურეს მოსწავლეებმა: სოფიკო არღვლიანმა, თემურ ჩაჩანიძემ, გიორგი კაპანაძემ, ერეკლე კაპანაძემ.
ვერცხლის მედალი კი მოიპოვეს: ნინო ხარატიშვილმა და ზაქრო ხაბულიანმა.