სენაკის N7 სკოლაში ''ეტალონს'' პლაკატებით დახვდნენ
29-09-2017
''ეტალონის'' ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი შემოქმედებით ჯგუფთან ერთად სენაკის N7 სკოლას ესტუმრა. გოჩა ტყეშელაშვილმა 2016-2017 სასწავლო წლის ''სენაკის ეტალონ მოსწავლეს'' და ფინალის საპრიზო ადგილის მფლობელ რეზი ხურციას გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ''ეტალონის'' ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი პირადად გადასცა.
სენაკის N7 სკოლაში ''ეტალონს'' სპეციალურად მოწყობილი კუთხე და პლაკატები წარწერებით - ''მე მიყვარს ეტალონი'', ''სწორი პასუხი ეკრანზე'', ''ეტალონი - განათლება და ღირსება'', დაახვედრეს.
მოწყობილ ღონისძიებას სენაკის რესურსცენტრის ხელმძღვანელი დარეჯან ზარანდია და ადგილობრივი ხელისუფლებისა და სკოლების წარმომადგენლები, დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის ბოლოს, ინტელექტ-შეჯიბრის ავტორმა და წამყვანმა მოსწავლეებს წარმატებები უსურვა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“