მთისძირის საჯარო სკოლა მარი ბუაძემ ოქროს მედალზე დაასრულა
03-08-2020

ვანის მუნიციპალიტეტის, მთისძირის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. მოსწავლე-მასწავლებლებმა, სკოლის ადმინისტრაციის ხელშეწყობითა და ძალისხმევით, ღირსეულად დაძლიეს ყველა ის გამოწვევა, რომელიც დისტანციური სწავლების გამო შეიქმნა საქართველოს საგანმანათლებლო სექტორში.

მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა, პედაგოგების თავდაუზოგავი შრომა და პასუხისმგებლობის გამძაფრებული გრძნობა გახდა იმის საწინდარი, რომ მთისძირის საჯარო სკოლას ახლა უკვე თამამად შეუძლია იამაყოს მოსწავლეთა მიღწევებით... ამის ერთ-ერთი მაგალითი კი საშუალო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებული - მარი ბუაძე გახლავთ, რომელმაც სკოლა ოქროს მედალზე დაასრულა. სკოლის დირექცია ულოცავს და წარმატებულ მომავალს უსურვებს მას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203