
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ჩხარის N1 საჯარო სკოლას წარჩინებული კურსდამთავრებულები ჰყავს. ორმა მოსწავლემ სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, სამმა კი - ვერცხლის მედალი დაიმსახურა.
ოქროსმედალოსნები არიან: ელენე ფანჩულიძე და ქრისტინე ჩიტიძე.
ვერცხლისმედალოსნები არიან: თამარ აბჟანდაძე, ნინო ფანჩულიძე და გიორგი ცქიფურიშვილი.
სკოლის ადმინისტრაცია წარჩინებულ მოსწავლეებს მომავალშიც წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები