„თქვენი პროფესია ხომ გმირობაა?!“ - ერკეთის საჯარო სკოლის მასწავლებლებს მოსწავლის მშობელმა მადლობის წერილი მისწერა
03-08-2020

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელმა სკოლის დირექციას და პედაგოგებს წერილი მისწერა. მშობელი მასწავლებლებს დისტანციური სწავლების დროს გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის.

„ცხრა ხელმწიფემ ვერ შეძლო, ის რაც ერთმა შეძელით, მე ვარ თქვენი მოსწავლე, თქვენ ხართ მასწავლებელი'“.  ერკეთის საჯარო სკოლა,  სკოლა ჩემი დიდი ოჯახი, საფიცარი ადგილი, ჩემი შვილების მომავლის ტაძარი. მინდა მოგეფეროთ, თითოეული თქვენთაგანი გულში ჩაგიხუტოთ და მადლობა გითხრათ პანდემიის უმძიმეს პერიოდში გაწეული თქვენი გმირობისთვის. არასოდეს დამავიწყდება თეკლას მოციმციმე თვალები, როცა ნანა მასწავლებლის ჩართვას ელოდებოდა. კეთილი თვალი კეთილ თვალს ეძებს, თქვენ ეს შეძელით ნანა მასწავლებელო. თქვენ, თქვენი ბავშვების სულთან და გულთან მიიტანეთ საოცრად საინტერესო და თბილი გაკვეთილები, თუნდაც შორიდან, კომპიუტერის საშუალებით.  მინდა მთელ კოლექტივს გისურვოთ წარმატებები, თქვენი პროფესია ხომ გმირობაა და გზა სავალი, რომელიც ტაძართან მიდის.

პატივისცემით თამთა თოდრია“, - წერს მშობელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203